გიორგი წიტაიშვილმა „გრანადაში“ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს 30-ე ტურში „ფეროლის“ დამარცხებაში დაეხმარა – 3:0.
ჩვენიანი ძირითადში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს. გიორგიმ გოლიც გაიტანა და ასისტიც გააკეთა.
მისი შეფასებები ორივე გუნდში საუკეთესოა: Flashscore – 8.2; Sofascore – 8.4.
წიტაიშვილის ანგარიშზე 4 გოლი და 3 საგოლე პასია.

გრანადა – რასინგ ფეროლი 3:0
გოლები: 1:0 ლამა (32), 2:0 სანჩესი (36), 3:0 წიტაიშვილი (58)
„გრანადამ“ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია (3 ფრე და 1 წაგება) შეწყვიტა, 46 ქულით მე-8 ადგილზეა და 16 მარტს „კადისს“ ესტუმრება.
GIPHY App Key not set. Please check settings