სანაკრებო პაუზის წინ განსაკუთრებით იმატებს ჩვენი ლეგიონერების მდგომარეობა. რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის საქმე მშვენივრად მიდის (კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი…). ვნახოთ, როგორი უქმეები გამოუვიდათ ნაკრების წევრებს თუ კანდიდატებს.
ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ მე-4 ტურში „ალტახი“ მიიღო და 2:1 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 4 ტურის შემდეგ „შტურმი“ 9 ქულით მე-2 ადგილზეა.
ავსტრიაშივე, სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგმა“ 4:2 მოუგო „გრაცერს“. ალთუნაშვილმა 82-ე წუთიდან ითამაშა.
MLS-ში წააგო საბა ლობჟანიძის „ატკლანტამ“ სტუმრად „ლოს ანჯელეს გალაქსთან“ – 0:2. საბა 81-ე წუთზე შეცვალეს და 6.3 დაუწერეს.
დანიაში, გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ გასვლაზე 2:3 დამარცხდა „ნორდსიელანდთან“ – 3:2. გოჩოლეიშვილი შესვენებისას შეცვალეს და 5.9 აკმარეს.
გურამ კაშიას „სლოვანმა“ სტუმრად 2:0 მოუგო „ბანსკა ბისტრიცას“. კაშია 68-ე წუთზე შეცვალეს და საკაოდ მაღალი შეფასება დაუწერეს – 8.1.
ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ ზაბჟე „გორნიკი“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
გუნდის კაპიტანი ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდე ითამაშა. „კრაკოვია“ 6 ტურის შემდეგ 13 ქულით ლიდერია.
ლა ლიგა 2-ის მე-2 ტურში გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ „ფეროლს“ ესტუმრა და სეზონში პირველი გამარჯვება 82-ე წუთზე გატანილი გოლით მოიპოვა – 1:0.
გიორგი ძირითად შემადგენლობაში იყო, 72 წუთი ითამაშა და 7.4 ქულით საუკეთესო მოთამაშეთა სამეულში მოხვდა.
გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ „კადისს“ უმასპინძლა, ბოლო წუთებზე გოლიც გაუშვა და მოგებაც ხელიდან – 1:1.
ქოჩორა ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. „ლევანტე“ 4 ქულით მე-3 ადგილზეა.
იტალიის სერია B-ში ლუკა ლოჩოშვილი მხოლოდ 90+3-ე წუთზე გამოჩნდა „კრემონეზეს“ შემადგენლობაში „კარარეზესთან“ მოგებულ (1:0) შეხვედრაში.
კვიპროსში ახალი სეზონი დაიწყო. გიორგი ქვილითაიას „არისმა“ გასვლაზე „კარმიოტისა“ 3:1 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 59 წუთი ითამაშა.
გიორგი ლორიას არადიპუს „ომონია“ საკუთარ მოედანზე „ანორთოსისს“ დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა – 0:0. ლორიამ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა და ორჯერ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
ირაკლი აზაროვის „შახტარი“ მე-4 ტურში „ოლეკსანდრიას“ ესტუმრა და 3:4 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი 64-ე წუთზე შეცვალეს. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, როდესაც ირაკლი აზაროვის ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მასპინძელთა მცველმა საკუთარ კარში ჩაჭრა. 37-ე წუთზე აზაროვმა კარის წინ გათამაშებული ბურთისას შეცდომა დაუშვა და მასპინძლებმა გაიტანეს.
ირანში, გიორგი გველესიანის „პერსეპოლისი“ სტუმრად „ტრაქტორს“ დაუზავდა – 1:1. გველესიანმა შეუცვლელად ითამაშა.
რუსეთში, „რუბინმა“ 2:0 აჯობა მახაჩყალის “დინამოს“, რომლის რიგებშიჯიმი ტაბიძემ შეუცვლელად ითამაშა და 6.9 მიიღო.
და ერთი ძალიან ცუდი ამავი. რუმინეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში, ბუქარესტში “დინამოსთან” წაგებულ მატჩში (1:2), კრაიოვას “უნივერსიტატეას” ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი 49-ე წუთზე დაშავდა და შეცვალეს. ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა, წინასწარი დიაგნოზით ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი და შეიძლება წელს ვეღარც ითამაშოს.
GIPHY App Key not set. Please check settings