გიორგი წიტაიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა, ზედიზედ მეორე შეხვედრაში. მისმა „გრანადამ“ შინ „კასტელონს“ მოუგო – 2:1.
ანგარიში 26-ე წუთზე სწორედ ჩვენიანმა გახსნა. დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან დაარტყა აუღებლად.
59-ე წუთზე შეცვალეს.
შეფასებები: flashscore – 7.8, sofascore – 7.2.
ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 7 გოლი და 3 ასისტი დააგროვა.

გრანადა – კასტელონი 2:1
გოლები: 1:0 წიტაიშვილი (26), 1:1 ჩიპენგა (69), 2:1 სანჩესი (89)
გაძევება: ჩირინო (61, კასტელონი)
„გრანადა“ 65 ქულით მე-7 ადგილზეა, თუმცა პლეი ოფში მოხვედრის შანსი ბოლო ტურის წინ ჯერ კიდევ აქვს.
1-ელ ივნისს, ბოლო ტურში სანტანდერში „რასინგს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings