“გრანადაში” გადასულმა გიორგი წიტაიშვილმა საუდის არაბეთის “ალ ნასრთან” მოგებულ ამხანაგურ მატჩში (1:0) შესვენებამდე ითამაშა (მეტოქის რიგებში რონალდოს არ უასპარეზია) და გოლი მის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა. Granada En Juego აღნიშნავს, რომ ქართველი შესანიშნავად გაისარჯა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო:
“გიორგი წიტაიშვილს, რომელმაც თავის სადებიუტო შეხვედრაში სევილიასთან” საკუთარი პოტენციალი ნაწილობრივ დაგვანახა, “ალ ნასრთან” სასტარტოში თამაშის შესაძლებლობა მიეცა, შეძლო ამით ესარგებლა და ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.
ქართველი გარემარბი მუდმივად საფრთხეს უქმნიდა მეტოქეს, ენერგიული და ვერტიკალური მოქმედებით უთვალავჯერ გაარღვია მოწინააღმდეგის დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე ვარჯიშში
მიიღო მონაწილეობა, ჩინებულად უგებდა რიკარდოს და მასთან ერთად საინტერესო დუეტი შექმნა.
პირველ ტაიმში “გრანადა” შეტევაში უფრო აქტიური იყო, გუნდი უპირატესად მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, წიტაიშვილმა დრიბლინგები და საჯარიმოში მრავალი გადაცემა განახორციელა – კომბინაციები, რომელთა შედეგად მთელი სეზონის მანძილზე ბევრი გოლის გატანა შეიძლება გახდეს შესაძლებელი.
პრეზენტაციაზე ამჯობინა არ ესაუბრა საკუთარ თავზე და გულშემატკივრებს მოუწოდა, მისი თამაში მოედანზე შეაფასონ – თავისი ძლიერი უნარები “მუნიციპალ დე ლა ლინეაზე” გვაჩვენა, სადაც უშიშარ და გადამწყვეტ ფეხბურთელად წარმოჩინდა, რომელსაც შეუძლია ამ ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის უდიადესი სიურპრიზი გახდეს.
ამას გარდა, წიტაიშვილი სტანდარტულების კარგად შესრულებით გამოირჩევა, ეხერხება საჯარიმოებისა და კუთხურების ჩაწოდება, რაც აბასკალს (მწვრთნელს) მეორე დივიზიონში სჭირდება, სადაც სტრატეგიულ მოქმედებებს წარმატების მოტანა შეუძლია”.
Sportall.Ge
GIPHY App Key not set. Please check settings