გიორგი წიტაიშვილის და გიგი აბუაშვილის „მეცი“ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში ევროსაგზურისთის მებრძოლ „სტრასბურგს“ ეწვია და დამარცხდა – 1:2.
„მეცის“ ძირითადში წიტაიშვილი იყო და ბოლომდე ითამაშა, ხოლო აბუაშვილი 72-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. 45-ე წუთზე წიტაიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო.
შეფასებები:
წიტაიშვილი: whoscored – 6.1, sofascore – 6.1, Flashscore – 6.1.
აბუაშვილი: whoscored – 5.9, sofascore – 6.4, Flashscore – 6.3.

სტრასბურგი – მეცი 2:1
გოლები: 1:0 მორეირა (12), 1:1 ენი (24, პენ), 2:1 გოდო (43)
„მეცი“ 18 ტურის შემდეგ 12 ქულით აუტსაიდერია, ბოლო, მე-18 ადგილზეა და 25 იანვარს „ლიონს“ უმასპინძლებს.


GIPHY App Key not set. Please check settings