in

წიტაიშვილმა პსჟ-ს გაუტანა, ხვიჩა შეცვლაზე შევიდა

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცს“ ესტუმრა და დაძაბულ, სანახაობრივ მატჩში მოუგო – 3:2.

ლიდერისა და აუტსაიდერის შეხვედრაში წიტაიშვილი ძირითადში იყო, რომელიც მასპინძელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 84-ე წუთზე ის გიორგი აბუაშვილმა შეცვალა. შეცვლაზე შევიდა ხვიჩაც, 66-ე წუთზე.

წიტაიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა, მე-80 წუთზე: მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში, მცველები კი უშლიდნენ ხელს (მათ შორის ხვიჩაც), მაგრამ ყველა გაუმკლავდა, კედელი გაითამაშა და შორეულ კუთხეში ლამაზად ჩასვა.

მეცი – პსჟ 2:3
გოლები: 0:1 რამუში (31), 0:2 ნჯანტუ (39), 1:2 დემენგე (42), 1:3 დუე (67), 2:3 წიტაიშვილი (80)

პსჟ ამ მომენტისთვის 36 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 21 დეკემბერს ჩაატარებს, თასის 1/32-ფინალში სტუმრად სამოყვარულო „ფონტენეს“ შეხვდება. „მეცი“ 11 ქულით აუტსაიდერია და 20 დეკემბერს თასზე გასვლაზე რანგით მეოთხე დივიზიონი „ბისაიმს“ ეთამაშება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქოჩორა ათამაშეს, საგოლე პასი გააკეთა და მაღალი შეფასებაც მიიღო

შავი ლომი ირლანდიაში განადგურდა