in

წიტაიშვილმა ლიგა 1-ის სადებიუტო მატჩი სრულად ითამაშა, მეცმა ბოლოსკენ წააგო

LEAD Technologies Inc. V1.01

გიორგი წიტაიშვილმა საფრანგეთის ჩემპიონატში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. მისი „მეცი“ შინ „სტრასბურგთან“ შეხვედრის მიწურულს დამარცხდა – 0:1.

ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდე ითამაშა. „მეცის“ კიდევ ერთი ქართველი, გიორგი აბუაშვილი სათადარიგოთა შორის დარჩა.

პირველი სახიფათო ეპიზოდები შესვენებამდე სწორედ წიტაიშვილის მიერ განვითარებულ შეტევებს მოჰყვა. ზოგადად კი უფრო დაცვით ფუნქციებს ასრულებდა მიუხედავად იმისა, რომ შეტევებშიც ერთვებოდა.

მეცი – სტრასბურგი 0:1
გოლი: პანიჩელი (86)

23 აგვისტოს თეორიულად სამი გიორგის შეხვედრაა: ორი გიორგის „მეცი“ გიორგი მიქაუტაძის „ლიონს“ ესტუმრება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვერნაძე შევიდა, გაიტანა და ფროზინონე მომდევნო ეტაპზე გაიყვანა

ქოჩორა შეცვლაზე შევიდა, ვაკოს ისევ გააქვს – ლეგიონერები