საფრანგეთის ლიგა 1-ში გიორგი წიტაიშვილის პსჟ-სთან კარგმა თამაშმა (2:3) და საუცხოო გოლმა დადებითი რეაქცია გამოიწვია, რაზეც გამოხმაურებები და კომენტარები მეტყველებენ.
ტიბო ებერლე, ჟურნალისტი:
„ბრწყინვალე თამაში იყო. გამორჩეული მატჩის ჩატარებისთვის წიტაიშვილმა ჯილდოდ გოლი მიიღო“.
FootActu:
„წიტაიშვილმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა“.
PSG inside:
„წიტაიშვილმა ბრწყინვალე თამაშით ყველა დაჩრდილა“.
Newcastle9ja:
„ამ ბოლო დროს საქართველოდან ფლანგის საოცარი მოთამაშეები ჩნდებიან. წიტაიშვილმა ზაირ-ემერის იმაზე მეტი პრობლემა შეუქმნა, ვიდრე ნიკო უილიამსმა“.
მატჩის შემდეგ კომენტარი „მეცის“ მწვრთნელმა სტეფან ლე მინიანმა გააკეთა:
„რას ვფიქრობ გიორგი წიტაიშვილზე? კარგ ფორმაშია. რამდენჯერმე მარჯვენა ფლანგზე დავაყენე, სადაც ნაკლებად ეფექტური იყო, მაგრამ პარიზელებთან მაქსიმ კოლინთან ერთად ურთიერთმოქმედებისას ჩინებული გახლდათ. მისი ფრთიდან მოწინააღმდეგის კარზე ბევრი იერიშის მიტანა შევძელით, ის საკვანძო ფეხბურთელი იყო, საჯარიმოში ბევრჯერ ჩააწოდა ბურთი და ლამაზი გოლი გაიტანა. დიდებულად ითამაშა“.




GIPHY App Key not set. Please check settings