საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კარიერას ესპანურ „გრანადაში“ გააგრძელებს, რომელიც გასულ სეზონში სეგუნდა დივიზიონში დაქვეითდა.
წიტაიშვილი ესპანეთში დღეს უნდა ჩავიდეს, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იჯარის წესით ერთწლიან კონტრაქტს გაფორმებს. კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
წიტაიშვილი 2025 წლის ზაფხულამდე კონტრაქტით კიევის “დინამოს” ეკუთვნის. მოგეხსენებათ, გასულ სეზონში გიორგი ბათუმის “დინამოში” თამაშობდა.
GIPHY App Key not set. Please check settings