გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცი“ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში „ლორიანს“ ესტუმრა და ბრძოლაში ქულა მოიპოვა – 1:1.
წიტაიშვილი ძირითადში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს, აბუაშვილი თადარიგში დარჩა.
პირველ ტაიმში წიტაიშვილის პასის შემდეგ „მეცს“ მეორე გოლის გატანაც შეეძლო, ჰეინმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ ისარგებლა.
შეფასებები: flashscore – 6.9, Whoscored – 6.8, sofascore – 6.3.
ლორიენი – მეცი 1:1
გოლები: 0:1 სანე (29), 1:1 დიენგი (73)
შეწყდა „მეცის“ ოთხმატჩიანი წაგებათა სერია, რომელიც 12 ქულით აუტსაიდერია (მე-18 ადგილი) და 11 იანვარს „მონპელიეს“ უმასპინძლებს.




GIPHY App Key not set. Please check settings