in

წიტაიშვილი ბათუმის დინამოში მივიდა, იჯარით და ერთი წლით

ბათუმის „დინამომ“ ძალიან კარგი ტრანსფერი მოახერხა. გუნდი გიორგი წიტაიშვილით გაძლიერდა. ინფორმაცია თავად კლუბმა გაავრცელა.

„გიორგი წიტაიშვილი ბათუმში მოგვყავს. შეთანხმება მიღწეულია, გიო ერთწლიანი იჯარის საფუძველზე ჩვენს გუნდში ითამაშებს“, – წერია ბათუმის „დინამოს“ გვერდზე.

ბათუმის „დინამოს“ კონფერენს ლიგაზე უწევს თამაში და აქ წიტაიშვილის დარი ფეხბურთელი ნამდვილად გამოადგება.

გიორგი წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ აღზრდილი და 2018 წლიდან ამ გუნდის წევრი იყო. 2021 წლიდან იჯარით თამაშობდა პოლტავას „ვორსკლაში“, შემდეგ ოდესის „ჩერნომორეცში“, ბოლოს კი პოზნანის „ლეხში“ იყო, სადაც საქმე მთლად კარგად ვერ წაუვიდა.

გაგახსენებთ, წიტაიშვილმა 2019 წელს უკრაინის 20-წლამდეელთა ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ფინალში კი გოლიც გაიტანა. წიტაიშვილმა 2021 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და მას შემდეგ ეროვნულ ნაკრებში 14 მატჩი (1 გოლი) ჩაატარა. ახლახან კი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში ეხმარებოდა 21 წლამდელთა ნაკრებს და ბელგიასთან დასამახსოვრებელი გოლიც გაიტანა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უმცროსი ბორჯღალოსნები მე-5 ადგილისთვის იბრძოლებენ, არადა იყო შანსი… 11 წუთი

მიქაუტაძის წასვლა დადასტურებულია: მეცი ქართველის შემცვლელს ეძებს