in

წიტაიშვილის პირველი ასისტი და საუკეთესო შეფასება: ქართველები ერთად შეცვალეს

გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცი“ საფრანგეთის ჩემპიონატში „პარიზს“ ესტუმრა და დაძაბულ შეხვედრაში დამარცხდა – 2:3.

ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და ორივე ერთდროულად შეცვალეს, 62-ე წუთზე. ცოტა ხნით ადრე კი წიტაიშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა – 54-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა ჩვენიანის პასით ტრაორემ დაასრულა. ისე წიტაიშვილს თავად შეეძლო დარტყმა და გატანა.

საერთო ჯამში, ორივე ჩვენიანმა საკმაოდ კარგად ითამაშა.

შეფასებები: წიტაიშვილი – 7.4 (საუკეთესო თავის გუნდში), აბუაშვილი – 6.5.

პარიზი – მეცი 3:2
გოლები: 0:1 სანე (22), 1:1 კებალი (45+3, პენ), 1:2 კებალი (52), 2:2 ტრაორე (55), 3:2 საიმონი (67)
გაძევება: სანე (80, მეცი)

„მეცი“ ისევ უქულოდაა და მომდევნო შეხვედრას 14 სექტემბერს სახლში „ანჟესთან“ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგლიჩიძის წარმატებული დებიუტი უდინეზეში: მილანში ინტერს მოუგეს

ლომინაძე პორტუგალიაში კარგია, აზაროვი დააბრუნეს, ვაკოს პოკერი და 10-იანი – ლეგიონერები