in

წიტაიშვილის კარგი დებიუტი ესპანეთში: გიორგი საუკეთესო იყო

ესპანეთში სეზონი დაიწყო. დაიწყო ლა ლიგა 2-იც, სადაც ტურნირის პირველ მატჩში გიორგი წიტაიშვილის “გრანადამ” “ალბასეტეს” უმასპინძლა და 1:2 დაუთმო.

ქართველი ახალწვეული ძირითად შემადგენლობაში იყო და მშვენიერი დებიუტიც გამოუვიდა, რომ არა წაგება. წიტაიშვილმა მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა და ორჯერ გატანა შეეძლო.

პირველ ტაიმში გიორგიმ ცაციათი გაუშვა და ხარიხას მოარტყა.
მეორე ტაიმში მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და შორეული კუთხეში გაგზავნა ბურთი, მაგრამ მეკარემ რთული დარტყმა მოიგერია.

წიტაიშვილი 70-ე წუთზე შეცვალეს. მისი შეფასებებია: Flashscore.com – 7.4; Sofascore.com – 7.7). ამ შეფასებებით სწორედ ის გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე.

„გრანადას“ მომდევნო მატჩი სტუმრად აქვს, 24 აგვისტოს „ფეროლთან“.

ირანში, გიორგი გველესიანის “პერსეპოლისი” შინ 1:1 დაუზავდა გრიგოლ ჩაბრაძის “ზობ აჰანს”. გველესიანი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, ხოლო ჩაბრაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე გავიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვოლკოვმა ულამაზესი გოლით გუნდი გადაარჩინა, გოჩოლეიშვილმა შეცვლაზე ითამაშა: ქართველების გუნდები პენალტებით გავიდნენ

სიგიჟე და თითქმის რეკორდი: აიაქსმა და პანათინაიკოსმა 34 პენალტი დაარტყეს