in

წიტაიშვილის გოლი პსჟ-სთან დეკემბერში საუკეთესოა

გიორგი წიტაიშვილის გოლი პსჟ-ს კარში საფრანგეთის ჩემპიონატის დეკემბრის საუკეთესო გოლად დაასახელეს. ასეთია ლიგა 1-ის ოფიციალურ გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგი.

13 დეკემბერს, „მეცმა“ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს უმასპინძლა და 2:3 კი წააგო, მაგრამ ბოლომდე ებრძოდა ძლიერ მეტოქეს. ამაში გადამწყვეტი წიტაიშვილის როლიც იყო, რომელმაც 81-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, საჯარიმოსკენ წავიდა, პარტნიორს კედელი გაუთამაშა და მოხდენილად ჩასვა ბურთი კარში.

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში წიტაიშვილი „მეცის“ გულშემატკივრებმაც გამოარჩიეს, გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო და გუნდის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

25 წლის წიტაიშვილმა დეკემბერში „მეცის“ რიგებში 3 მატჩი ითამაშა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტაბატაძემ პენალტი აიკიდა და თავად გაიტანა: კადისმა მოიგო

სანდროს 15 და გოგას 2 ქულა: ქართველების გუნდებმა წააგეს