MLS-ის პირველ ტურში „ატლანტამ” “მონრეალი” 3:2 დაამარცხა. საბა ლობჟანიძემ 2 საგოლე პასი მიითვალა. ჩვენიანმა გასულ სეზონში 35 მატჩი ითამაშა და 10 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა.
ირანში, გიორგი გველესიანმა შეუცვლელად ითამაშა „ალმინიუმისა“ და „პერსეპოლისის“ შეხვედრაში (1:1).
სლოვაკეთში, ასევე 1:1 დასრულდა „ტრენჩინი“-„სლოვანის“ მატჩი. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და 7.3 მიიღო.
ბოსნიაში, ფრედ 0:0 მორჩა „ჟელეზნიჩარისა“ და ქართველების „სარაევოს“ შეხვედრა. გიორგი გულიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და პირველ ტაიმში გაფრთხილება მიიღო.
საბერძნეთში, ლევან შენგელია ოფი გასვლაზე გაუმკლავდა „კალითეას“ 3:1. შენგელიამ შეუცვლელად ითამაშა. შეფასება – 6.9.
ლუკა გუგეშაშვილი „პანსერაიკოსი“ სტუმრად 0:1 დამარცხდა „ატრომიტოსთან“. გუგეშაშვილს 4 სეივი ჰქონდა. შეფასებად კი მხოლოდ 6.2 დაუწერეს, რაც მისთვის უჩვეულოა.
რუმინეთში, ანზორ მექვაბიშვილის „უნივერსიტატეამ“ სტუმრად ქულა აიღო „ბოტოშანთან“ 2:2. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და შეფასებად 6.7 დაიმსახურა.
შვეიცარიაში, ასევე 2:2 დასრულდა „სენტ გალენისა“ და გაბრიელ სიგუას „ბაზელის“ შეხვედრა. ჩვენიანი შეცვლაზე 73-ე წუთზე შევიდა. მისი შეფასება 6.1-ია.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ში კარგი მატჩი ჰქონდა გიორგი წიტაიშვილს, რომლის „გრანადამ“ შინ ქულები გაანიავა „სარაგოსასთან“- 2:2. ქართველმა სეზონში მე-3 გოლი (პლუს 2 საგოლე პასი) გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში მისი დარტყმის შემდეგ ანგარიში 2:0 გახდა, მაგრამ წამატებულ დროში „გრანადამ” 2 გოლი გაუშვა. წიტაიშვილმა 78-ე წუთზე გავიდა. შეფასებები: Flashscore – 7.5; Sofascore – 7.2.
„გრანადამ“ ზედიზედ მესამე მატჩი დაასრულა ფრედ, 43 ქულით მე-8 ადგილზეა და 2 მარტს გასვლაზე „კორდობას“ შეხვდება.
გრანადა – სარაგოსა 2:2
გოლები: 1:0 რებახი (23), 2:0 წიტაიშვილი (48), 1:2 მარი (90+2), 2:2 მარი (90+4)
გაძევება: ვილიარი (35, გრანადა)

GIPHY App Key not set. Please check settings