in

 წიტაიშვილისთვის ცსკა ბოლო არჩევანია

სად გააგრძელებს კარიერას გიორგი წიტაიშვილი? ეს კითხვა ახლა ძალიან აქტუალურია. წინა სეზონი მან იჯარით გაატარა ესპანეთის ლა ლიგა 2-ში, სადაც “გრანადას” ღირსებას იცავდა და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელიც გახლდათ.

“გრანადამ” ვერ მოიპოვა ლა ლიგის საგზური, მაგრამ ამის მიუხედავად, კლუბის სამწვრთნელო შტაბს ძალიან უნდოდა წიტაიშვილის შენარჩუნება. “გრანადას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე პაჩეტამ, კლუბის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა, ქართველი როგორმე მომავალი სეზონისთვისაც დაეტოვებინა, მაგრამ… ეს ვერ ხერხდება, რადგან ესპანურ კლუბს წიტაიშვილის შესანარჩუნებლად ფული არ აქვს.

ზოგადად, სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე კლუბები ხშირად დგებიან ასეთი პრობლემების წინაშე. სხვა საქმე იქნებოდა, “გრანადა” ლა ლიგაში რომ აღზევებულიყო, მაგრამ ახლა რა მოცემულობაც გვაქვს, იმაზე დაყრდნობით უნდა ვიმსჯელოთ.

კონტრაქტით, წიტაიშვილი კიევის “დინამოს” საკუთრებაა. უკრაინულ კლუბში მას, რატომღაც, არ აფასებენ და ეს მართლაც გასაკვირია. მით უმეტეს, უკანასკნელ ხანს უკრაინული გრანდის კრიზისის ფონზე და, რა გასაკვირია, რომ თავად წიტაიშვილსაც არ სურს უკრაინაში დაბრუნება.

ჩვენ არაერთხელ დავწერეთ, რომ წიტაიშვილის გადაბირება ბულგარულ ცსკა-ს (სოფია) სურს. როგორც იქაური მედია წერს, გიორგი ამ ვარიანტით მოხიბლული სულაც არ არის.

“სოფიის ცსკა არ არის ფავორიტი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი წიტაიშვილისთვის ბრძოლაში. უფრო მეტიც, ეს მისთვის ყველაზე ბოლო არჩევანია. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ მომავალ სეზონში ბულგარელი “არმიელები” ვერ ითამაშებენ ევროთასებზე.

“გრანადამ” ხელიდან გაუშვა წიტაიშვილის შენარჩუნების შანსი მას შემდეგ, რაც ვერ გადავიდა ლა ლიგაში. დაახლოებით ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა ცსკა, რომელმაც ევროსაგზურის მოპოვება ვერ მოახერხა”, – წერს ბულგარული გამოცემა “სპორტალი”.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა დაუწერეს ჩვენებს

შეგვიძლია მოვიგოთ და ჯგუფიდან გავიდეთ: ბიჭების კომენტარები