in

წიტაიშვილისა და მექვაბიშვილის კარგი მატჩები, ქოჩორა კოჭის გამო არ ყოფილა – ლეგიონერები

გიორგი წიტაიშვილმა 66 წუთი ითამაშა „გრანადაში“, რომელმაც შინ ერთ-ერთ ლიდერ „მირანდესს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 0:0. ქართველი შემტევის შეფასებებია: flashscore – 7.1, sofascore – 6.7.
„გრანადა“ 41 ქულით მე-8 ადგილზეა და 16 თებერვალს სტუმრად „უესკას“ შეხვდება.

„ლევანტეს“ გიორგი ქოჩორაშვილი არ ყოფილა „მალაგასთან“ გასვლით შეხვედრაში (1:1). ეს წინასწარ იყო ცნობილი, რადგან „ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ახსენა, რომ გიორგის კოჭი აწუხებდა.

ირანში, გიორგი გველესიანის „პერსეპოლისმა“ შინ 1:0 დაამარცხა „გოლ გოჰარი“. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

სერია B-ში. გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ შინ 1:1 დაუზავდა „ კატანძაროს“. კვერნაძემ 77-ე წუთიდან ითამაშა. შეფასება – 6.7.

რუმინეთში, ანზორ მექვაბიშვილის „უნივერსიტატეამ“ სტუმრად მოუგო „უნირეას“ 1:0. ჩვენიანმა შეუცვლელად ითამაშა და Flashscore-ის ვერსიით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო – 8.1, Sofascore-ის მიხედვით კი მეორე – 7.8.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკო აქტიურობდა, მაგრამ სენტ ეტიენმა კონკურენტთან წააგო

ზაზა ფაჩულია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ელჩია