in

წილისყრა ხვალაა: იტალია დომინირებს – ნაპოლი შესაძლოა უკვე ნებისმიერს შეხვდეს

ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა. აღსანიშნავია, იტალიური კლუბების წარმატება. დიდი ხნის პაუზის შემდეგ სერია ა-მა თავისი სიტყვა თქვა – ეს ქვეყანა 8 საუკეთესო გუნდში 3 წარმომადგენლითაა, რაც 2006 წლის შემდეგ არ მომხდარა. იტალიელებმა ინგლისის პრემიერლიგას აჯობეს.

¼ ფინალში გავიდა 3 იტალიური კლუბი, 2 – ინგლისური და თითო გუნდი შერჩათ ესპანეთს, გერმანიას და პორტუგალიას.

ერთხელაც ჩამოვთვალოთ ეს გუნდები: „ნაპოლი“, „მილანი“, „ინტერი“, „ჩელსი“, „სიტი“, „რეალი“, „ბაიერნი“ და „ბენფიკა“.

წილისყრა 17 მარტს ჩატარდება, თბილისის დროით 15:00 საათზე.

ამ ეტაპზე უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ნებისმიერს შეხვდეს. გარდა ამისა, ცნობილი გახდება ნახევარფინალური ეტაპის პოტენციური წყვილებიც.

პირველი მეოთხედფინალები 11-12 აპრილს გაიმართება, განმეორებითი – 18-19 აპრილს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარამ მეორე ტაიმში მოუმატა, გვარდიოლა კი რაღაცას თამაშობს – სპალეტის კომენტარი

ფოტო, ვიდეო: გერმანელებს ჩასვლა აუკრძალეს, მაგრამ მაინც ჩავიდნენ – ქალაქის დასანგრევად: რა ხდებოდა ნეაპოლში