in

წელს ევროპაში დილა აღარ გათენდება: საქართველოს ევროსეზონი დასრულდა

ბოლო ქართული კლუბიც დაემშვიდობა წლევანდელ ევროსეზონს. თუმცა ყველაზე ნაკლებად კრიტიკა სწორედ „დილას“ ეკუთვნის. მან სხვებზე უკეთ დაიცვა საქართველოს სახელი ევროპაში, ორი ძლიერი მოწინააღმდეგე დაამარცხა, ქვეყანას სარეიტინგო ქულებიც მოუტანა და მეტი ძალა კი აღარ ეყო.

გორის „დილა“ „ქართველების“ აპოელ-მა გამოაგდო. სამწუხაროა, რომ ჩვენებმა ორივე თამაში დათმეს, რაც სარეიტინგო ქულებთან ერთად, ცოტა მეტს ფულსაც მოუტანდა უეფასგან.

კონფერენსლიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი

აპოელ (ნიქოზია, კვიპროსი) – დილა (გორი, საქართველო) 1:0
პირველი მატჩი 2:0
17.08. ნიქოზია. ნეო GSP
გოლი: 1:0 ნდონგალა (48. ვილიაფანიესის პასით)

აპოელ: ბელეცი – პეტროვიჩი, კოსტადინოვი, დვალი – სუშიჩი (90. თეოდორუ), დალსიო, ჩებაკე, მარკინიოსი (63. ტომანე), ვილიაფანიესი (63. საციასი) – ქვილითაია (63. ეფრემი), ედუარდო (44. ნდონგალა)

დილა: კუჩერენკო – ჩიტეიშვილი, ძოწენიძე (58. ეტუ), თევზაძე, ვანდერსონ სილვა – ჟან ვიქტორი, ანდრონიკაშვილი (69. სარდალიშვილი), ფარულავა (76. ასამოა) – გომისი (69. მზვაკალი), გეილი, კოვტალიუკი (69. ს. კუხიანიძე)
სათადარიგოები: ჩიკაშუა – ნ. გაგნიძე, გაფრინდაშვილი
მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო

გაფრთხილება: ჟან ვიქტორი (36), გომისი (53), ვილიაფანიესი (57), ქვილითაია (60), საციასი (89), დვალი (90+2), ბელეცი (90+6)
არბიტრი: რ. ჯენკინსი (უელსი)

„დილას“ სხვა გზა რომ არ ჰქონდა, თავიდანვე შეტევა სცადა, ბურთს მეტოქეზე უკეთ აკონტროლებდა. ყველაზე აქტიური ტიერი გეილი იყო, რომელმაც ორჯერ მწვავედ შეუტია. მოკლედ, პირველი ტაიმი უკეთთ გორელებმა ითამაშეს, თუმცა რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე მაინც ვერ მივიდა.

მეორე ტაიმის დაწყებას კი კვიპროსელთა გოლი მოჰყვა. ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ ჩვენს მცველებს დიუმერსი ნდონგალა გამორჩათ და ანგარიშიც გაიხსნა.

აშკარა იყო, რომ „დილა“ 3 გოლის გატანი აღარ იყო და ეს მის თამაშსაც დაეტყო.

რიკარდუ სა პინტუ (აპოელ-ის მთავარი მწვრთნელი):
„ვიცოდით, რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა და გოლის გატანას შეეცდებოდა. მზად ვიყავით ამისთვის. ვფიქრობ, ჩვენ უკეთესი სტრატეგიის ხარჯზე მოვიგეთ. ვითამაშეთ ჭკვიანურად, გამოცდილებით, ორგანიზებულად. პირველ ტაიმში ბურთი ვერ დავიჭირეთ და ვერც ტემპს ვაკონტროლებდით. მეტოქე უკეთ გამოიყურებოდა. თუმცა, ბევრი მომენტი ვერ შექმნეს, რადგან დაცვაში საიმედოდ ვთამაშობდით.
ფეხბურთელებს შესვენებაზე ვუთხარი, რომ თავისუფალ სივრცეებში შეგვეტია. მეორე ტაიმი ბევრად უკეთესად ჩავატარეთ და შესანიშნავი გოლიც გავიტანეთ. ამის შემდეგ თამაშს ბოლომდე ვაკონტროლებდით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ მიდის მსოფლიოზე: საქართველოს შემადგენლობა ცნობილია

მისი ადგილი დიდ სცენაზეა: ფიბამ საქართველო წარადგინა