in

წაუგებლად არ გამოვიდა: პსჟ პირველად დამარცხდა, კვარამ სრულად და კარგად ითამაშა

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ „ნიცას“ უმასპინძლა და, დიდი უპირატესობის მიუხედავად, ჩემპიონატში პირველად წააგო – 1:3.

“არსენალთან” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ ლუის ენრიკემ ის შემადგენლობა დააყენა, რომლითაც დიდი ალბათობით ლონდონში ითამაშებს. გათვლა ალბათ ფეხბურთელების ტონუსში ყოფნაა. არადა, ფრანგული პრესა უფრო გადახალისებულ შემადგენლობას ელოდა.

შესაბამისად ხვიჩაც ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და პირველ ტაიმში ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. ჩვენიანი ორივე ფლანგზე მოქმედებდა. 28-ე წუთზე ცრუ მოძრაობით ორი მცველი მოიშორა, მაგრამ ახლო კუთხეში დარტყმულზე მეკარემ იყოჩაღა. ხვიჩას შესანიშნავი პასით კარის წინ დემბელე დარჩა, მაგრამ ფრანგმა სანტიმეტრებში ააცილა.
კარგი იყო დრიბლინგი მეორე ტაიმში, როცა საჯარიმოს ხაზთან მისული წააქციეს, მაგრამ მსაჯმა არ ჩასტვინა.

კვარაცხელია თამაშის ბოლომდე აქტიური იყო და თითქმის ყველა შეტევაში მონაწილეობდა.

შეფასებები: Flashscore – 7.1; Sofascore – 7.8; Whoscored – 7.4.

პსჟ – ნიცა 1:3
გოლები: 0:1 სანსონი (34), 1:1 ფაბიანი (41), 1:2 სანსონი (46), 1:3 ნდიაშიმე (70)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკო ბეშიქთაშშიო: თურქებმა დაწერეს