in

წარუმატებელი ტრანსფერების რეიტინგი: დემბელე იწყებს

ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერების რეიტინგის სათავეში უსმან დემბელე მოექცა.
ფრანგი გარემარბი, რომელმაც „ბარსელონასთან“ 2017 წელს მოაწერა ხელი, Goal-ის ცუდი გარიგებების სათავეშია.
ჯამში „ბარსელონას“ საკმაოდ ბევრი წარუმატებელი ტრანსფერი მოუგროვდა.

სიაში შეიყვანეს:

  1. უსმან დემბელე – 2017 წელს დორტმუნდის „ბორუსიიდან“ „ბარსელონაში“ 112 მილიონ დოლარად.
  2. ედენ აზარი – „ჩელსიდან“ მადრიდის „რეალში“ 2019 წელს 111 მილიონ დოლარად.
  3. ფილიპე კოუტინიო – 2018 წელს „ლივერპულიდან“ „ბარსელონაში“ 130 მილიონ დოლარად.
  4. პოლ პოგბა – „იუვენტუსიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2016 წელს 117 მილიონ დოლარად.
  5. რომელუ ლუკაკუ – „ინტერიდან“ „ჩელსიში“ 2021 წელს 119 მილიონ დოლარად.
  6. ჟოაო ფელიქსი – „ბენფიკადან“ მადრიდის „ატლეტიკოში“ 2019 წელს 135 მილიონ დოლარად.
  7. ნიკოლას პეპე – „ლილიდან“ „არსენალში“ 2019 წელს 104 მილიონ დოლარად.
  8. ჰარი მაგუაირი – „ლესტერიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2019 წელს 100 მილიონ დოლარად.
  9. ანტუან გრიზმანი – მადრიდის „ატლეტიკოდან“ „ბარსელონაში“ 2019 წელს 107 მილიონ დოლარად.
  10. ალვარო მორატა – მადრიდის „რეალიდან“ „ჩელსიში“ 2017 წელს 75 მილიონ დოლარად.
  11. რომელუ ლუკაკუ – „ევერტონიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2017 წელს 94 მილიონ დოლარად.
  12. კეპა არიზაბალაგა – ბილბაოს „ატლეტიკიდან“ „ჩელსიში“ 2018 წელს 94 მილიონ დოლარად.
  13. ნეიმარი – ბარსელონადან პსჟ-ში 2017 წელს 242 მილიონ დოლარად.
  14. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 2009 წელს „ინტერიდან“ „ბარსელონაში“ 75 მილიონ დოლარად.
  15. ხამეს როდრიგესი – „მონაკოდან“ მადრიდის „რეალში“ 2014 წელს 86 მილიონ დოლარად.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ არიან საუკეთესო მცველები პრემიერლიგის ისტორიაში

ყველას ბოდიში, მაგრამ დამამცირა და მე ისევ ასე გავაკეთებდი: თუშიშვილი რინერთან ინციდენტზე