წარუმატებელი გამოდგა მეორე საშეჯიბრო დღე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე. ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირზე დღეს სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იჭიდავა და სამწუხაროდ სამივე პირველ შეხვედრაში დამარცხდა.
ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) მოლდოველ ვადიმ ბუნესკუს დაუპირისპირდა და გოლდენ სქორში იპონით დამარცხდა.
ტატიანა ლევიცკა-შუკვანი ასპარესობას ტრავმის გამო ჩაეხსნა. მარიან ჯანაშვილმა კი, მონღოლ ძიუდოისტთან ბრძოლა დასრულებამდე ხუთი წამით ადრე იპონით წააგო.
ხვალ, საქართველოს ნაკრების ღირსებას ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს.
GIPHY App Key not set. Please check settings