in

წარმოუდგენელი ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს: ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე

ფრანგმა ჟურნალისტმა რუმან მოლინამ თავის YouTube არხზე საქართველოს ნაკრებისა და “სენტ ეტიენის” შემტევ ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა.

მას მიაჩნია, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ “ბორდოსთვის” გადახდილი 6 მილიონი ევრო ზედმეტი იყო, რადგან ჩვენებურს მეტი მთხოვნელი არ ჰყავდა და ასევე ამბობს, რომ ზურიკოს არასტაბილურობა ახასიათებს.

“თუ ის კარგ ფორმაშია და მისი დღეა, ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე ფეხბურთელის დონეზეა. დავითაშვილი წარმოუდგენელი დარტყმითა და დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს და თანაც არასტაბილურია”, – თქვა მოლინამ.

ინფორმაციისთვის, დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 20 შეხვედრაში
ითამაშა, სადაც თავი 6 გატანილი გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მეტოქეებმა შემადგენლობა დაასახელეს: დანია ერთი კვირით ადრე ჩამოვა

შენგელიას 14 ქულა და 8 მოხსნა: ვირტუსი თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა