საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ულამაზესი ამბავი აჩუქა ქართულ ფეხბურთს: ევროპის ჩემპიონატზე გავიდა რთული ჯგუფიდან და მერე პლეი-ოფში ძალიან მაგარი ხორვატიის დამარცხებით.
გავედით, ბრავო: ახალგაზრდული საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
დაძაბული, დრამატული თამაშის შემდგე კომენტარი გააკეთა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.
რამაზ სვანაძე:
„ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას, რადგან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შესარჩევი ეტაპიდან პირველად გავიდა, რაც ჩვენს ფეხბურთელებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს, მატებს მოტივაციასა და თავდაჯერებას. ბედნიერი ვარ, რადგან დიდი შრომა დაგვიფასდა ყველას, მათაც, ვინც დღეს ჩვენთან ერთად არ იყო, მაგრამ შემადგენლობაში მოიაზრება.
გუნდმა ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა. არაფრისგან გაშვებული სწრაფი გოლი, ბოლო წუთებზე გაშვებული გოლი, რომელიც ბევრზე ცუდად იმოქმედებდა, მაგრამ ამან გუნდი ვერ გატეხა. მჯერა ჩემი ფეხბურთელების და არავისზე ნაკლებად ნიჭიერები არ არიან. მათ შეუძლებელი შეძლეს, რადგან ჩემზე კარგად არავინ იცის, რა სირთულეებს ვუმკლავდებოდით შესარჩევ ეტაპსა და პლეი ოფში.
ვფიქრობ, რომ შედეგი კანონზომიერია. ხორვატია ძალიან კარგი გუნდია, ჩემი პატივისცემა ხორვატ ერს და მომავალში მათ წარმატებას ვუსურვებ. ვფიქრობ, რომ ამ ორი მატჩის ჯამში ჩვენ უკეთესები ვიყავით. წარმატების საიდუმლო პატრიოტიზმია, რომელმაც შედეგი გამოიღო და თამაში ლოგიკურად დავასრულეთ. შემთხვევითი არ არის, პენალტების სერია რომ მოვიგეთ, რადგან ამის გამოცდილება გვქონდა. წინ ევროპის ჩემპიონატია და გილოცავთ“.
GIPHY App Key not set. Please check settings