in

წარადგინეს: ხვიჩა პსჟ-ს ფეხბურთელია – ეს ოცნებაა!

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. საუკეთესო ქართველმა ფეხბურთელმა ფრანგულ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, 2029 წლამდე.

„ნაპოლი“ 70 მილიონი ევროს მიიღებს, დამატებით 10 მილიონი კი ბონუსების სახით ერგება. თავად ფეხბურთელის ანაზღაურება 9+2 მილიონი ევრო იქნება.

კვარაცხელია 7-ნომრიან მაისურით ითამაშებს. ხვიჩა ფრანგული კლუბის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია. თუმცა 2000-2002 წლებში პსჟ-სთან კონტრაქტი ჰქონდა ლაშა ჯაკობიას, მაგრამ არ უთამაშია.

კვარაცხელიამ კი პირველი კომენტარი გააკეთა:

„აქ ყოფნა ოცნებაა. გუნდზე ბევრი კარგი რამ მითხრეს. ვამაყობ, რომ ამ დიდი კლუბის მოთამაშე გავხდი. მოუთმენლად ველოდები, ახალი გუნდის მაისურს როდის მოვირგებ და ვითამაშებ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩამ პარიზში სამედიცინო შემოწმება გაიარა

კიტეიშვილმა შტურმთან კონტრაქტი გააგრძელა: გასაკეთებელი კიდევ ბევრია