in

წამოვიდა სენსაციები…

ფეხბურთი რისი ფეხბურთია სენსაცია რომ არ მოხდეს დიდ ტურნირზე. თუ ევრო 2024-ზე აქამდე ყველაფერი ასე თუ ისე „დაგეგმილად“ მიდიოდა, გუშინ გუნდებმა „აურიეს“: ჯერ იყო და რუმინეთმა ფავორიტი უკრაინა დაშალა, შემდეგ კი სლოვაკეთმა პირველი დიდი მოულოდნელობა დადო – ბელგია უქულოდ დატოვა.
საოცრება არც მთავარ ფავორიტ საფრანგეთს უჩვენებია, მაგრამ მაინც პირველი თამაშია და ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გამოტანისგან.

D ჯგუფი

ავსტრია – საფრანგეთი 0:1
17 ივნისი. დიუსელდორფი. “მერკურ შპილ არენა”. 46 425 მაყურებელი

გოლი: 0:1 ვიობერი (38-საკ. კარში)

ავსტრია: პენტცი, პოში, დანსო, ვიობერი (59. ტრაუნერი), მვენე (88. პრასი), ზაივალდი, ზაბიტცერი, ლაიმერი (90+2. შმიდი), ბაუმგარტნერი, გრილიჩი (59. ვიმერი), გრეგორიჩი (59. არნაუტოვიჩი)
მწვრთნელი: რალფ რანგნიკი

საფრანგეთი: მენიანი, კუნდე, უპემეკანო, სალიბა, ტ. ერნანდესი, კანტე, რაბიო (71. კამავინგა), გრიზმანი (90+1. ფოფანა), დემბელე (71. კოლო მუანი-6.2), ტურამი, მბაპე (90+1. ჟირუ)
მწვრთნელი: დიდიე დეშამი

გაფრთხილება: ვიობერი (16), მვენე (34), დემბელე (56), ბაუმგარტნერი (80), ლაიმერი (84), მბაპე (90), დანსო (90+3)

უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ნგოლო კანტე

საფრანგეთის ნაკრებმა დიდიე დეშამის ხელმძღვანელობით მე-100 თამაში მოიგო, რაც საუკეთესო შედეგია. მაგალითისთვის, ფრანგებს მიშალ იდალგოსა და რაიმონ დომენეკის დროს 41-41 გამარჯვება ჰქონდათ.

საფრანგეთის ნაკრებმა დიდიე დეშამის ხელმძღვანელბით ბოლო ოთხ დიდ საფეხბურთო ტურნირზე სამჯერ ფინალში ითამაშა – „სამფეროვნები“ ევრო 2016-ის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდნენ, 2018-ში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, 2022-ში კი მუნდიალის ფინალში არგენტინასთან დამარცხდნენ.

ლილიან ტურამის, ტიერი ანრისა და უგო ლორისის შემდეგ ოლივიე ჟირუ გახდა საფრანგეთის ნაკრების მე-4 ფეხბურთელი, ვინც მე-7 დიდ ტურნირზე ითამაშა.

კილიან მბაპეს საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გოლი არ აქვს გატანილი.

ავსტრიის ნაკრებს პირველ ტაიმში ჰქონდა ბურთის 19 ართმევა, რაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე რეკორდია.

ნიკლას ზაივალდს ჰქონდა 8 ართმევა საფრანგეთთან მატჩში, რაც ყველაზე მეტია 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის (ბერნდ კრაუსის 10 ართმევა ჩრდილოეთ ირლანდიასთან) შემდეგ – ერთი ავსტრიელი ფეხბურთელისთვის დიდი ტურნირების ფარგლებში.

ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რალფ რანგნიკი ევროპის ჩემპიონატზე მყოფ მწვრთნელთა შორის ყველაზე ასაკოვანია (გერმანელი სპეციალისტი 29 ივნისს 66 წლის ხდება).

II ტური
21 ივნისი
პოლონეთი – ავსტრია 20:00 სთ
ნიდერლანდები – საფრანგეთი 23:00 სთ

E ჯგუფი

რუმინეთი – უკრაინა 3:0
17 ივნისი. მიუნხენი. “მიუნხენ ფუტბოლ არენა”. 64 188 მაყურებელი

გოლები: 1:0 სტანჩუ (29. მანის პასით), 2:0 რ. მარინი (53), 3:0 დრაგუში (57. მანის პასით)

რუმინეთი: ნიცა, რაციუ, დრაგუშინი, ბურჩა, ბანკუ, მ. მარინი (75. რუსი), მანი (62. ჰაჯი), რ. მარინი, სტანჩუ (86. რაკოვიცანი), კომანი (62. მიჰაილა), დრაგუში (76. პუშკაში)
მწვრთნელი: ედვარდ იორდანესკუ

უკრაინა: ლუნინი, კონოპლია (72. ტიმჩიკი), ზაბარნი, მატვიენკო, ზინჩენკო, სტეპანენკო (62. ბრაჟკო), შარაპენკო-6.8 (62. იარემჩუკი), ციგანკოვი (62. იარმოლენკო), სუდაკოვი (83. მალინოვსკი), მუდრიკი, დოვბიკი
მწვრთნელი: სერგეი რებროვი
გაფრთხილება: კონოპლია (67), რ. მარინი (79)

უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ნიკოლაე სტანჩუ

ეს ნაკრებები აქამდე სულ ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს – სამჯერ უკრაინამ მოიგო, სამჯერ – რუმინეთმა.

უკრაინისა და რუმინეთის ბოლო შეხვედრაშიც (2016 წელი. ამხანაგური მატჩი. 4:3) უკრაინელების კარი ნიკოლაე სტანჩუმ აიღო.

რუმინეთმა ევროპის ჩემპიონატებზე 16 მატჩი ჩაატარა და გამარჯვება მხოლოდ ერთხელ მოახერხა (2000 წელს, ინგლისის ნაკრებთან – 3:2)

ეს არის რუმინეთის ნაკრების მიერ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული პირველი გამარჯვება 3-ბურთიანი სხვაობით.

დენის მანი არის რუმინეთის ნაკრების პირველი ფეხბურთელი, ვინც დიდი ტურნირების ერთ მატჩში 2 (და მეტი) საგოლე პასი შეასრულა გეორგე ჰაჯის (1994 წლის მუნდიალზე კოლუმბიასთან) შემდეგ.

ბელგია – სლოვაკეთი 0:1
17 ივნისი. ფრანკფურტი. “ფრანკფურტ არენა”. 45 181 მაყურებელი

გოლი: 0:1 შრანცი (7. კუცკას პასით)

ბელგია: კასტეელსი, კასტანიე, ფესი, დებასტი, კარასკო (84. ლუკებაკიო), მანგალა (58. ბაკაიოკო), ონანა, ტროსარი (74. ტილემანსი), დე ბრუინი, დოკუ (84. ოპენდა), ლუკაკუ
მწვრთნელი: დომენიკო ტედესკო

სლოვაკეთი: დუბრავკა, პეკარიკი, ვავრო, შკრინიარი, ჰანცკო, კუცკა, ლობოტკა, დუდა (90+4. ობერტი), შრანცი (81. დურიში), ბოჟენიკი (70. სტრელეცი), ჰარასლინი (70. სუსლოვი)
მწვრთნელი: ფრანჩესკო კალცონა

გაფრთხილება: მანგალა (30), შრანცი (41), ტილემანსი (76), ლუკებაკიო (85)

უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: სტანისლავ ლობოტკა

ბელგიის ნაკრებმა პირველი მარცხი განიცადა 2022 წლის 27 ნოემბრის (მაროკოსთან 2022 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე) შემდეგ. ამით ბელგიელებმა დაასრულეს თავიანთ ისტორიაში მეორე ყველაზე გრძელი (15 მატჩი) წაუგებელი სერია.

ბელგიას არ გაუტანია არცერთი გოლი ბოლო 47 დარტყმით, რომელიც დიდ სანაკრებო ტურნირებზე (მსოფლიოსა და ევროპის ემპიონატებზე) განახორციელა, ასევე, დაკარგა ზედიზედ 11 რეალური საგოლე შანსი.

ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, დომენიკო ტედესკოსთვის ეს პირველი დიდი საფეხბურთო ტურნირია მწვრთნელის რანგში. ამასთანავე, ის გახდა ბელგიის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი (38 წლის) დიდ ტურნირზე და ამ მაჩვენებლით ჯეკ ბატლერის რეკორდი დაამხო, რომელიც 43 წლის იყო, როდესაც 1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრებს ედგა სათავეში.

რომელუ ლუკაკუ დიდ საფეხბურთო ტურნირებზე ბელგიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია, მას ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ჩატარებულ 22 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი.

სლოვაკეთის ნაკრები ზედიზედ მესამედ მონაწილეობს ევროპის ჩემპიონატზე. დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით მათი დებიუტი ევროზე 2016 წელს შედგა. სლოვაკებმა პირველივე ევროზე ჯგუფური ეტაპი დაძლიეს და მერვედფინალში გერმანიასთან დამარცხდნენ (0:3).

II ტური
21 ივნისი
სლოვაკეთი – უკრაინა 17:00 სთ

22 ივნისი
ბელგია – რუმინეთი 23:00 სთ

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სწორება ახალ მიზნებზე უნდა ავიღოთ და ბიჭები მზად არიან: უფრო ძლიერი ხარ, როცა შენს უკან მთელი ქვეყანაა

ფოტო: მატჩისწინა ბოლო ვარჯიში