in

წამები ჩემპიონობამდე: სულამანიძემ მოგებული ფინალი წააგო

ილია სულამანიძემ დასანანად გაუშვა ოლიმპიური ოქრო ხელიდან. ქართველი ძიუდოისტი ვაზარით ფინალს საკმაოდ მშვიდად იგებდა, ბრძოლის დასრულებამდე 20 წამი იყო დარჩენილი, მეტოქეს ორი შიდო ჰქონდა, ილიას ერთი, რა დროსაც მოკლე მონაკვეთში ორი გაუმართლებელი ჩავარდა გააკეთა, ორი შიდო მიუმატეს და გამარჯვებაც აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს დარჩა.

23 წლის ქართველი მისთვის სადებიუტო ოლიმპიური თამაშებზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

მანამდე:

მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატების ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელ ქართველ ძიუდოისტს პირველ შეხვედრაში მეტოქედ ჰყავდა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი იტალიელი ჯენარო პირელი. ილია სულამანიძემ იტალიელთან ორ წუთში წმინდა გამარჯვება მოიპოვა.

ილიას მეოთხედფინალში რთული მეტოქე ერგო – ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი იაპონელი აარონ ვოლფი. 23 წლის ქართველმა იაპონელს წუთ ნახევარში ვაზარი აართვა, მერე შეხვედრაც მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალში შვეიცარიელი მეტოქე დანიელ ეიხი 11 წამში იპონით დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ცოლია ბოლო-ბოლო თუ არა: კრიშტიანომ ჯორჯინას ცოლი დაუძახა

ბათუმში მოყვარულ ჩოგბურთელთა ტურნირი ჩატარდება