in

წაიყვანს გერმანულ გუნდში: კიტეიშვილი ჰოფენჰაიმში?

გრაცის „შტურმის“ ყოფილი მწვრთნელი კრისტიან ილცერი კარიერას „ჰოფენჰაიმში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებულია.
შესაბამისად, ოთარ კიტეიშვილის „შტურმს“ ახალი მწვრთნელი ეყოლება. მაგრამ თავად ოთარსაც ეყოლება თუ არა ეგ ჯერ კიდევ საკითხავია.

კრისტიან ილცერი „შტურმში“ 2020 წლიდან მუშაობდა და გასულ სეზონში ავსტრიის ჩემპიონატი მოაგებინა, ხოლო ასევე ორჯერ ავსტრიის თასიც მოიპოვა.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბები პოტენციურ ტრანსფერებზე უკვე ფიქრობენ. ასეთი გერმანული „ჰოფენჰაიმიც“, რომელიც ბუნდესლიგაში 15 ტურის შემდეგ, 14 ქულით მე-15 ადგილზეა.

მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში „ჰოფენჰაიმი“ რამდენიმე ფეხბურთელს დაიმატებს.
იწერება, რომ კრისტიან ილცერი მისი ყოფილი შეგირდის, ოთარ კიტეიშვილის დამატებას შეეცდება. გუნდი ჩვენიანით სერიოზულად ინტერესდება. ქართველის ფასი დაახლოებით 10-15 მილიონი ევროა.

28 წლის კიტეიშვილს „შტურმთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს აკავშირებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ თამაშობს ინგლისში კარგად: პრემიერლიგის ნაკრები 2020 წლის შემდეგ

ვიდეო: ბითაძე სამმაგ დუბლს მიუახლოვდა – მოგება და პირადი რეკორდი ტორონტოში