in

წავა თუ არა შოტლანდიაში: ქეცბაიამ საქართველოზე უარი თქვა

1660644121

თემურ ქეცბაიამ, შესაძლოა, მალე შოტლანდიური “მოზერუელი” ჩაიბაროს. 56 წლის ქართველმა სპეციალისტმა Nottheoldfirm.com-ს უთხრა, რომ ესპანური ან პორტუგალიური პასპორტი რომ ჰქონდეს, რომელიმე დიდი ევროპული კლუბის მთავარი მწვრთნელი იქნებოდა.

ქეცბაიამ ასევე განაცხადა, რომ საქართველოსა და საბერძნეთში სამუშაოდ დაბრუნება ამჟამად მის გეგმებში არ შედის, “მოზერუელთან” დაკავშირებით კი საქმე ასეა: შოტლანდიური კლუბი, რომელიც პრემიერშიფში მე-7 ადგილზეა და პირველ ექვსეულში მოსახვედრად იბრძვის, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატურას განიხილავს. ერთი ინკოგნიტოა, მეორე კი ქეცბაიაა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კვიპროსულ მედიასაც ესაუბრა: “ველოდები, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. მალე გაირკვევა, წავალ თუ არა სამუშაოდ შოტლანდიაში. კვიპროსის ნაკრების დატოვების შემდეგ უარი ვთქვი წინადადებებზე საქართველოდან და კვიპროსიდან”, – თქვა თემურმა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გორდეზიანის პირველი გოლი, კალანდაძის დებიუტი – ლეგიონერები

10 ლელო ესპანეთთან და რუმინეთი თბილისში