in

წავაგეთ ხორვატიასთან, ვიბრძოლებთ მე-9 ადგილისთვის – განადგურებული აფრიკა გველოდება

წყალბურთში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პლეი-ოფის პირველი მატჩი ძალიან ძლიერ ხორვატიასთან ითამაშა – და 7:13 დამარცხდა.
შესაბამისად, მეოთხედფინალში ხორვატია გავიდა.
საქართველოს ნაკრები კი ბრძოლას მე-9 ადგილისთვის გააგრძელებს.

შეგახსენებთ, ხორვატიას 2012 წლის ოლიმპიადა და 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული.

პირველ მეოთხედში ასე თუ ისე თანაბარი თამაში გამოვიდა, ხორვატებმა 4:3 მოიგეს, მეორე პერიოდიდან კი დაცვაში ძალიან მედგრად დადგნენ და საქართველოს გოლის გატანა გაუჭირდა. მეოთხე პერიოდში ანგარიშში სხვაობა ორმაგიც კი გახდა (6:12).

მე-9 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება, რომელიც აშშ-სთან განადგურდა – 2:24.
მატჩი 29 ივლისს გაიმართება.

საქართველო – ხორვატია 7:13
2:3, 2:4, 0:3, 3:3

საქართველო: შუბლაძე (რაზმაძე) – ადეიშვილი, დადვანი, შუშიაშვილი (1), ბითაძე, იელაჩა, ჯახაია, სარიჩი (1), იმნაიშვილი, ვაპენსკი (2), ბარალდი (1), ვასიჩი (2).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მწვრთნელი ხდება!

ჯონ ვოლი კლიპერსში გადადის: მორიგი ვარსკვლავური ტრიო