in

წადი, შორს წადი იქნებ სულაც გადაგვავიწყდე:ნახვამდის კუმანო-ხავი მოდი, გვიშველე

“ბარსელონამ” რონალდ კუმანი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. ესპანურმა გუნდმა ზედიზედ მეორე მადრიდულ კლუბთან წააგო. ელ კლასიკოში დამარცხების შემდეგ, “ბარსელონა” “რაიო ვალეკანოსთან” სტუმრად 0:1 დამარცხდა.

კლუბის მმართველმა საბჭომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და გუნდის ვებგვერდზე ინფორმაცია დადასტურდა.

კუმანთან ერთად “ბარსელონამ” 4 ელ კლასიკო წააგო. გუნდი ჩემპიონთა ლიგის პირველ ორ მატჩში დამარცხდა და მხოლოდ კიევის “დინამოსთან” მოიგო.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ცუდი სეზონისა, გუნდმა ზაფხულში კუმანს სრული ნდობა გამოუცხადა. რონალდმა “ბარსელონა” 67 მატჩში გაწვრთნა და მხოლოდ ერთხელ შეძლო ტიტულის მოგება, როცა გუნდი ესპანეთის თასს დაეუფლა.

ჯერჯერობით, კუმანის შემცველის ვინაობა უცნობია, მაგრამ რაც კატალონიურ პრესაში იწერება, “ალ სადსა” და “ბარსას” შორის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს და დიდი ალბათობით კლუბს ხავი ჩაიბარებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბერიძის დუბლი უნგრეთის თასზე:ქართველმა თავის გუნდს მოაგებინა

ბასილაშვილი ბერეტინთან დამარცხდა