in

წაგება, რომელიც არაფერს ნიშნავს: ისლანდიამ უპრობლემოდ მოგვიგო

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩი სტუმრად ისლანდიასთან ითამაშა და დამარცხდა – 21:33.

ეს შეხვედრა სატურნირო თვალსაზრისით არაფერს წყვეტდა, ორივე გუნდს ფინალური ეტაპის საგზური მოპოვებული ჰქონდათ.

ჩვენი გუნდიდან თავის გამოჩენის შესაძლებლობა თითქმის ყველა ხელბურთელს მიეცა.
ნაკრებს ამ შეხვედრაში ვერ დაეხმარნენ თემო იორჯონიკიძე, ერეკლე არსენაშვილი, ირაკლი კბილაშვილი, ხაზეინ რუსტამოვი და ნიკა კალანდაძე

ისლანდია – საქართველო 33:21 (20:11)
საქართველოს ნაკრები: ნიქაბაძე (8 მოგერიება), ცინცაძე (7); ცხოვრებაძე (7 გოლი), ლაპიაშვილი (5), დიხამინჯია (3), არეშიძე (2), გავაშელიშვილი (2), გოგავა (1), აბრამიშვილი (1), ხელისუფალი, ზარნაძე, გოგოლაძე, მელიავა.

საბოლოოდ, ისლანდიამ 6-დან 6-ვე მოიგო და პირველ ადგილზეა გავიდა. 6-ქულიანი საქართველო 3 მოგებით და 3 წაგებით მეორე ადგილზეა (ბურთები 151:152) და გაასწრო მესამე ადგილზე გასულ 4-ქულიან საბერძნეთს. ბოსნიას 2 ქულა და ბოლო ადგლი ერგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 2026 წლის 15 იანვარს დაიწყება და მას შვედეთი, დანია და ნორვეგია უმასპინძლებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შენგელიამ იტალიის რეგულარული ჩემპიონატი მოიგო

სიგუა შვეიცარიის ჩემპიონია, კაკაბაძემ პასი გააკეთა, გულიაშვილი დაბრუნდა – ლეგიონერები