in

ძიუდოში ფავორიტებს გადავეყარეთ და წავაგეთ: თუშიშვილი რეპეშაჟშიც არ იქნება, სალუქვაძემ ოლიმპიადა დაასრულა, ხარჩილავას წამები არ ეყო

ოლიმპიურ თამაშებზე დღეს 5 ქართველი სპორტსმენი გამოდის. სამწუხაროდ, წარმატებების გარეშე. თუმცა მედლის შანსი რჩება.

ძიუდოში, მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი მეოთხედფინალში პირად პირველობაში ორგზის ოლიმპიურ და 11-გზის მსოფლიო ჩემპიონს, ფრანგ ტედი რინერს გადაეყარა და დამარცხდა. თუშიშვილმა აქტიურად დაიწყო, მაგრამ რინერმა ილეთის გაკეთება მოახერხა და მოიგო.
კიდევ უარესი ის, რომ თუშიშვილმა მედლის მოპოვების შანსი ტატამს მიღმა დაკარგა. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ, ქართველ და ფრანგ ძიუდოისტს შორის ინციდენტი მოხდა, რის გამოც ჩვენიანს დისკვალიფიკაცია მისცეს და რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტს, რომენ დიკოს შეხვდა სოფიო სომხიშვილიც (+78 კგ). ქართველი ფრანგ ძიუდოისტთან გაფრთხილებებით დამარცხდა.

დაიწყო მძლეოსნობის ტურნირი. 100 მეტრზე რბენაში ქალთა შორის ლიკა ხარჩილავამ იასპარეზა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველი სპრინტერი 9 სპორტსმენს შორის მე-5 იყო. ლიკამ 100 მეტრი 12.37 წამში დაძლია. თუმცა სამწუხაროდ ეს შედეგი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

დღეს გამოვიდა ოლიმპიური თამაშების რეკორდსმენი ქალთა შორის (10 ოლიმპიადა) ნინო სალუქვაძე. მან პნევმატური იარაღით 25 მეტრი დისტანციიდან სროლაში მიიღო მონაწილეობა. ჩვენიანმა ერთ-ერთი ყველაზე უარესი შედეგი აჩვენა, 40 მონაწილედან 39-ე ადგილზე გავიდა და პარიზში ასპარეზობა დაასრულა.

ლუბა გოლოვინამ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა.
პარიზში მისთვის მეოთხე ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ. სამწუხაროდ, ევროპული თამაშების ვერცხლის და ევროპის ჩემპიონატის ასევე ვერცხლის მედალოსანი (გუნდურში) ლუბა გოლოვინა საუკეთესო რვა ბატუტზე მხტომელს შორის ვერ მოხვდა. შეჯიბრი 53.620 ქულით, მე-11 ადგილით დაასრულა.

6 დღის შემდეგ ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ლაშა ბექაური (90 კგ), ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია პსჟ-ს დათანხმდა, მაგრამ პარიზი ნაპოლის ვერ შეუთანხმდა

გუნდური ძიუდო იტალიასთან წავაგეთ: ოლიმპიადა დასრულდა