აბუ-დაბის გრან-სლემის დასრულების შემდეგ ძიუდოისტების მსოფლიოს რეიტინგი განახლდა.
მოგეხსენებათ, გიორგი სარდალიშვილმა (- 60 კილოგრამი) და ბექა ღვინიაშვილმა (- 90 კილოგრამი) ტურნირი მოიგეს და სარეიტინგო 1000 ქულა დაიმსახურეს, ვიცე-ჩემპიონმა სოფიო სომხიშვილმა (+78 კილოგრამი).
სარდალიშვილი 2926 ქულით 21-ე პოზიციიდან მე-7 ადგილამდე აღზევდა, აღსანიშნავია, რომ გიორგის შემდეგ მე-8 და მე-9 პოზიციებს თემურ ნოზაძე (2867) და ლუხუმ ჩხვიმიანი იკავებენ (2561).
ღვინიაშვილს 4835 ქულა აქვს და მე-5 პოზიციიდან მე-2 ადგლზე გადაინაცვლა, ამავე წონაში მეხუთეზეა ლუკა მაისურაძე (3725), ხოლო ლაშა ბექაური – მე-7-ეზე (3500).
სომხიშვილი მოპოვებული
700 ქულის შემდეგ 37-ე პოზიციიდან მე-19 ადგილზე გადავიდა.
აქვე გეტყვით, რომ ყველაზე მაღალრეიტინგული ძიუდოისტი (ყველა წონაში) ტატო გრიგალაშვილია, რომელსაც ამ მომენტისთვის 7496 ქულა აქვს. მოგეხსენებათ, ჩვენებურმა – 81 კილოგრამში უზბეკეთში მსოფლიო ჩემპიონობა ორიოდე კვირის წინ იზეიმა.
GIPHY App Key not set. Please check settings