Transfermarkt-მა გამოაქვეყნა 21 წლამდე ასაკის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების ნაკრები.
სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტად ფასობს „რეალის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი.
გუნდი კი ასეთი გამოვიდა:
მეკარე: გევინ ბაზუნუ („საუთჰემპტონი“, 15 მლნ ევრო).
მცველები: იოშკო გვარდიოლი („სიტი“, 80 მლნ), ლივაი კოლუილი („ჩელსი“, 55 მლნ), ანტონიუ სილვა („ბენფიკა“, 45 მლნ).
ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა („რეალი“, 90 მლნ), გავი („ბარსელონა“, 90 მლნ), ფლორიან ვირცი („ბაიერი“, 100 მლნ), ჯუდ ბელინგემი („რეალი“, 180 მლნ), ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“, 110 მლნ).
თავდამსხმელები: ევან ფერგიუსონი („ბრაიტონი“, 65 მლნ), რასმუს ჰოილუნდი („მანჩესტერი“, 65 მლნ).
GIPHY App Key not set. Please check settings