in

მაჭარაშვილი მეოთხედფინალშია, ძებისაშვილი გავარდა

გივი მაჭარაშვილი მეოთხედფინალში გავიდა.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი შეხვედრა ჩაატარა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გივი მაჭარაშვილმა (97 კგ).
მსოფლიო ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს, ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანმა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა პირველ შეხვედრაში იოლად – 12-2 დაამარცხა სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელი ნიკოლას იოჰანეს დე ლანგი და მეოთხედფინალში გავიდა.

გოდერძი ძებისაშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა.

პარიზის ოლიმპიური თამაშებზე ასპარეზობას შეუდგა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ).

ოლიმპიური თამაშების დებიუტანტი შეჯიბრში მერვედფინალიდან ჩაება. პირველ მეტოქედ ჰყავდა სომხეთის წარმომადგენელი ვაზგან ტევანიანი. სამწუხაროდ, ქართველი ფალავანი 0-11 დამარცხდა და რეპეშაჟში ასპარეზობის შანსისთვის დამოკიდებული გახდა მეტოქის ფინალში გასვლაზე. ძებისაშვილს არც აქ გაუმართლა, რადგან სომეხი მოჭიდავე მეოთხედფინალში დამარცხდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გენო პეტრიაშვილი ნახევარფინალში მარტივად გავიდა

ვალენსიამ მამარდაშვილზე წინადადება უარყო