საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა, სადაც ურთულესი და ძალიან უხერხული ესპანეთი ხვდება. ამ გუნდმა ზუსტად ამ ევროს შესარჩევში თბილისში 7:1 მოგვიგო. ეს შეხვედრაც გაიხსენა, თუმცა საქართველოზე პატივისცემით ისაუბრა ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის დელა ფუენტემ:
“მაქსიმალური პატივისცემა ჩვენი მეტოქის მიმართ, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.
დავინახეთ, რომ ისინი ჩვენთან მატჩის შემდეგ ძალიან გაიზარდნენ და თამაშს აუმჯობესებენ. მოგვიწევს მაქსიმუმი გავაკეთოთ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.
მათ გარკვეულწილად შეცვალეს სისტემა, მაგრამ
არა თამაშის იდეა. ჰყავთ ძალიან სწრაფი მოთამაშეები, რომლებიც სწრაფად გადადიან კონტრშეტევებში. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.
გარდა ამისა, სამი მატჩის ჩატარებით დიდი გამოცდილება მიიღეს. ხოლო პორტუგალიის დამარცხებით უდიდესი მოტივაცია შეემატებოდათ, რაც მეტოქეს კიდევ უფრო სახიფათოს ხდის“.
GIPHY App Key not set. Please check settings