in

ძალიან კარგი გუნდი გვყავს და… როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა ხვიჩას აზრით

საქართველოს ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევის მეორე ტურში შინ საკმაოდ სუსტი ბულგარეთი 3:0 დაამარცხა. გუმდი მოედანზე კაპიტნის სამკლაურით ხვიჩა კვარაცხელიამ გაიყვანა. მატჩის საუკეთესო მოთამაშემ და გუნდის უპირობო ლიდერმა თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

ხვიჩა კვარაცხელია:

„თამაშს დადებითად შევაფასებდი, პირველ 5 წუთს თუ არ ჩავთვლით. დასაწყისში ბულგარელებმა სახიფათო მომენტი შექმნეს და რომ გაეტანათ, მერე ალბათ გაჭირდებოდა თამაში. დანარჩენი კი ყველაფერი იდეალურად გავაკეთეთ. მწვრთნელის დავალება შევასრულეთ და გატანა კიდევ შეგვეძლო.

მნიშვნელოვანი თამაში იყო, თითოეულ გუნდთან ქულები მაქსიმალურად უნდა ავიღოთ. დღეს კი, ქულების გარდა, კარგი ფეხბურთიც ვაჩვენეთ.

4-3-3 ტაქტიკა კომფორტულია. ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ვფიქრობ, ამ ტაქტიკით უფრო სახიფათო ვიქნებით.

ძალიან მიხარია კალათბურთელების გამარჯვება. თამაშის დროს ეკრანზე დავინახეთ, რომ ევრობასკეტზე ჩვენმა ნაკრებმა მერვედფინალში საფრანგეთი დაამარცხა. მივულოცავ მათ, ძალიან გაგვახარეს და იმედია, კიდევ წინ და წინ წავლენ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბულგარეთი გავწელეთ, ოქტომბერში კი უფრო მეტს დავინახავთ: ვინ მოეწონა ნაკრების მწვრთნელს

მწვერვალი: საქართველო ევრობასკეტის მეოთხედფინალშია – როგორ მოვუგეთ საფრანგეთს