in

ძალიან ბედნიერი ვარ: ზურიკოსთვის დაუჯერებელია, რაც გააკეთა – მწვრთნელმა თქვა, დიდი შესაძლებლობების არისო

ზურიკო დავითაშვილმა კარიერაში დაუვიწყარი მატჩი ჩაატარა: მისი ჰეთ-თრიკით „შენტ ეტინემა ‘“ოსერი“ 3:1 დაამარცხა და უმაღლესი შეფასებებიც მიიღო.

ფრანგულ სპორტული მედიაც აღფრთოვანებტ გამოეხმაურა ქართველსი თამაშს.

მთავარი მწვრთნელის, ოლივიე დალ’ოლიოს კომენტარი:

„ის შესანიშნავი იყო, ძლიერი. მეტის გატანაც შეეძლო. თავადაც ქმნიდა მომენტებს. ზურიკომ სრულყოფილი მატჩი ჩაატარა. შესაძლოა, ეს თამაში მისთვის ახალ სასტარტო ნიშნულად იქცეს.
მისგან ბევრი რამ ზაფხულშიც ვნახეთ ამხანაგური მატჩების დროს. მას აქვს ბევრი კარგი თვისებები, ამავე დროს დიდი შესაძლებლობებიც“.

10-იანი ზურიკოს: დავითაშვილმა 3 გოლი გაიტანა და სენტ ეტიენს პირადად მოაგებინა

კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა.
ზურიკო დავითაშვილი:

“ეს შაბათი ჩემთვის და მთლიანად გუნდისთვის ძალიან კარგი გამოდგა. მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ და თავად მე ჰეთ-თრიქი შევასრულე, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ.

მინდა გამოვყო ფანების მხრიდან შექმნილი ბრწყინვალე ატმოსფერო და მათი შესანიშნავი გულშემატკივრობა. ისინი დიდებული არიან. როდესაც გავიტანე, დავინახე თუ როგორ მოძრაობდნენ ტრიბუნაზე, ეს დაუჯერებელი იყო! იმედი მაქვს, მომდევნო თამაშების მოგებასაც მოვახერხებთ. გუნდმა პროგრესი უნდა განაგრძოს.

დაუჯერებელ გრძნობას განვიცდი – ჰეთ-თრიქი და სამი ქულა შესანიშნავია. ბრწყინვალე საღამოა, ჩემი გუნდით ვამაყობ.

ბურთის სახლში წაღებას ვაპირებ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, ადგილს სად გამოვუძებნი”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქეა

სუპერთასი ქუთაისმა მოიგო