ხვიჩა კვარაცხელიას და „ნაპოლის“ ახალი ხელშეკრულება უკვე საგად იქცა. მხარეები ვერა და ვერ რიგდებიან და იტალიური პრესასაც ხშირად უწევს ამ ტემაზე საუბარი.
მოკლედ, კლუბი ამბობს – კონტრაქტი 2029 წლამდე, 5 მილიონი ევრო წელიწადში, რომელიც ბონუსების გათვალისწინებით, შესაძლოა 6 მილიონზე ავიდეს.
ფეხბურთელის მენეჯერის მამუკა ჯუღელის მოთხოვნა წელიწადში 8 მილიონია.
„ნაპოლი“ მზადაა, ახალი კონტრაქტი გააფორმოს და მასში იყოს ისეთი პუნქტი, როგორიც ვიქტორ ოსიმენის შემთხვევაში. გამოსასყიდი თანხა 120 მილიონი ევრო. ჩვენიანის მხარეს კი 80 მილიონზე მეტის ჩაწერა არ უნდა, რათა პოტენციური მყიდველები არ დაფრთხნენ.
ამასობაში “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მილანში იმყოფებოდა სერია A-ს კლუბების მესვეურების შეხვედრაზე. მანქანაში ჩაჯდომამდე ჟურნალისტებმა მოახერხეს და კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ ჰკითხეს.
– რა შემიძლია გითხრათ? ცხოვრება მშვენიერია, – უთხრა დე ლაურენტისმა ჟურნალისტებს.
ამასობაში ქართველზე წერს ბრიტანული პრესაც. მოგეხსენებათ, „მანჩესტერის“ საქმეები ცუდად მიდის და ელოდებიან, რომ მწვრთნელ ტენ ჰაგს მალე გაუშვებენ. შესაძლო შემცვლელი კი „ბარსას“ ყოფილი ჩავია.
ამბობენ, რომ ესპანელმა ლეგენდამ სწორედ კვარაცხელიას ტრანსფერი მოითხოვა.
„იუნაიტედი“ მზად იქნება ქართველში 80 მილიონი ევრო გადაიხადოსო.
მსგავსი ინფორმაცია ესპანურ პრესაში დაიწერა.
“მანჩესტერის” სკაუტები ხვიჩას თამაშის სანახავად “ემპოლისა” და “ნაპოლის” მატჩს დაესწრნენ.
თუმცა ისიც იწერება, რომ ჩავი, რომელსაც ორჯერ ჰქონდა კონტაქტი „მანჩესტერის“ წარმამადგენლებთან, არ აპირებს სეზონის ბოლომდე მუშაობის განახლებას და დასვენება სურს.
GIPHY App Key not set. Please check settings