საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამე ხაზელი გიორგი ცუცქირიძე კარიერას ფრანგულ “სტად ფრანსეში” გააგრძელებს.
ჩვენი ინფორმაციით, ქართველ ფლანკერსა და კლუბს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ცუცქირიძე ბოლოს ფრანგული “ორიაკის” ღირსებას იცავდა, მანამდე კი, “ბრივის” რიგებში ირჯებოდა.
ცუცქირიძე “ბორჯღალოსნების” რიგებში 2017 წლიდან ასპარეზობს. “სტად ფრანსემ” top 14-ის წლევანდელი სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში ვერ მოხვდა.
GIPHY App Key not set. Please check settings