in

ცუდი ამბავი: პარიზის ოლიმპიადიდან შესაძლოა ძალოსნობა ამოიღონ

ძალიან ცუდი ამბავი ქართული სპორტის გულშემატკივრებისთვის. პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შესაძლოა საქართველო გარანტირებული ოქროს მედლის გარეშე დარჩეს.

საქმე ისაა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ფიქრობს ძალოსნობის ოლიმპიადიდან ამოღებას. ახალი ქარტიის თანახმად, ხელმძღვანელობას დღეიდან შეუძლია გარიცხოს სპორტის სახეობა ოლიმპიური პროგრამიდან და ამისთვის სოკ-ის სესიაც კი არ ჩატარდეს, რომელიც აქამდე ყველა ასეთ გადაწყვეტილებას ამტკიცებდა. 

სოკ-თან დაახლოებული პირების განცხადებით, პირველი ახალ ქარტიას სწორედ ძალოსნობა შეეწირება. იმის გამო, რომ წლებია ვერ მოგვარდა დოპინგის პრობლემა სპორტის ამ სახეობაში. ბოლო წლების განმალვობაში სოკ არაერთხელ მოუწოდებთ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას (IWF) რეფორმებისკენ. 

წყაროს ცნობით, ძალოსნობას პარიზის პროგრამიდან ამოიღებენ, ხოლო შემდეგი ოლიმპიადისთვის (ლოს ანჯელესი 2028) დააბრუნებენ, უკვე IWF-ს ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად. და შანსს თავიდან მისცემენ.

ეს დიდი დარტყმა იქნება ქართული ოლიმპიური დელეგაციისთვის. ტოკიოში ჩვენ ძალოსნობაში ორი მედალი მოვიპოვეთ: ოქრო (ლაშა ტალახაძე) და ბრინჯაო (ანტონ პლესნოი). ამასთან, მსოფლიოს რეკორდსმენი ტალახაძე უკვე დღეისთვის მიიჩნევა პარიზის თამაშების უდაო ფავორიტად.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილი ორი საფეხურით დაქვეითდა: ნადალი სამეულში აღარაა

ესპანეთი საქართველოს ბადახოსში უმასპინძლებს