მოკრივე ლაშა გურულმა (63.5 კგ.) პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ სიდნეის ოლიმპიური თამაშების (2000) შემდეგ საქართველოდან მხოლოდ ლაშა გურულმა შეძლო კრივში ოლიმპიური მედლის მოპოვება.
ლაშა გურულის კომენტარი ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ:
„ოლიმპიური თამაშები მულტისპორტული მოვლენაა. ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხდი და მედლით ვბრუნდები, მაგრამ როდესაც ჩემპიონობის შანსს ხელიდან უშვებ, გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ ვიაზრებ იმასაც, რომ ეს მსოფლიო კონკურენცია და არა საქართველოს ჩემპიონატი. საერთო ჯამში, მაინც ბედნიერი ვარ, რომ გავახარე გულშემატკივრები. 5 ოლიმპიადა გავიდა, რაც მედალი არ ჰქონია კრივს. ვეცდები მომავალშიც გავაუმჯობესო, მე თუ არა მომავალი თაობა გააუმჯობესებს ამ შედეგს და კრივში გვექნება ოლიმპიური ოქრო. მადლობა მინდა ყველას ვუთხრა, ვინც წვლილი შეიტანა ამ შედეგში“.
ლაშა გურული ნახევარფინალში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტ კუბელ ერისლანდი ალვარეს შეხვდა. სამწუხაროდ, ქართველი მოკრივე კუბელ მეტოქესთან დამარცხდა. ნახევარფინალში გასვლით გურულს უკვე განაღდებული ჰქონდა ბრინჯაოს მედალი.
დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 7 აგვისტოს.
GIPHY App Key not set. Please check settings