უკრაინელი სპორტსმენები შეძლებისდაგვარად ცდილობენ გვერდში დაუდგნენ საკუთარ ქვეყანას.
ცნობილმა ფეხბურთელებმა რუსლან მალინოვსკიმ, ალეკსანდრ ზინჩენკომ, ანდრეი იარმოლენკომ, რომან იარემჩუკმა, ვიტალი მიკოლენკომ, ვიქტორ კოვალენკომ, ასევე წარსულში ვარსკვლავმა და ამჟამად „ალ-აინის“ მწვრთნელმა სერგეი რებროვმა და სხვა უკრაინელმა ლეგიონერებმა უკრაინული არმიის დასახმარებლად ფონდი დააფუძნეს.
მათ ერთ დღეში 16 მილიონზე მეტი გრივნა (დაახლოებით 538 ათასი დოლარი) შეაგროვეს. ეს თანხა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებისთვის დაიხარჯება. ბუნებრიუვია შეგროვებული თანხაც მუდმივად გაიზრდება.
საინტერესოა, რომ უკრაინელი ფეხბურთელების ინიციატივას ნატურალიზებული ბრაზილიელი ჟუნიორ მორაეშიც შეუერთდა და 1,675 მილიონი გრივნა (56 ათასი დოლარი) გადარიცხა.
სამწუხაროდ, რუსულ ოკუპაციას ემსხვერპლა კიდევ ერთი ფეხბურთელი. გოსტომელში რუსული ბომბი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგად მოყვარული ფეხბურთელი დმიტრი მარტინენკო დედასთან ერთად გარდაიცვალა.
ლუგანსკის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი მარტინენკო 25 წლის იყო.
კიევის დაცვისას 21 წლის ფეხბურთელი დაიღუპა
GIPHY App Key not set. Please check settings