in

ცნობილი გახდა, თუ რაში დასჭირდა რუმინელ მსაჯს ჰაალანდის ავტოგრაფი

„მანჩესტერ სიტისა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ მატჩზე, მთავარი არბიტრის ასისტენტმა ოქტავიან შოვრემ საკმაოდ უცნაური რამ გააკეთა. გვირაბში ყოფნისას ის ერლინგ ჰაალანდს მიუახლოვდა და ავტოგრაფი სთხოვა. ამ სცენას ორივე გუნდის მოთამაშეები და მსაჯები შეესწრნენ. მეტიც, ეს ყველაფერი კამერების წინ მოხდა, ანუ მთელმა პლანეტამ იხილა.

აღმოჩნდა, რომ რუმინელი მსაჯი უკვე მრავალი წელია აუტისტი ბავშვების ცენტრს ეხმარება. 2015 წლიდან ის აგროვებს საფეხბურთო სუვენირებს, იქნება ეს ფეხბურთელების მაისურები თუ სხვა რამ და აუქციონზე გააქვს. შემოსულ თანხას კი მთლიანად ცენტრს ურიცხავს. იგივე ბედი ელის ორ ბარათს (ყვითელს და წითელს), რომელზეც ჰაალანდმა საკუთარი ხელმოწერა დატოვა.

მატჩის შემდეგ მსაჯის ასისტენტმა ჰაალანდისგან ავტოგრაფი აიღო

რუმინელმა პეპ გვარდიოლას ავტოგრაფის მიღებაც სცადა, თუმცა ეს არ გამოუვიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დღეს დინამოს ლეგენდარულ კაპიტანს 66 წელი შეუსრულდა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია პეკინის ოლიმპიადის ბოიკოტზე ფიქრობს