„რეალის“ საშინაო არენის რეკონსტრუქცია 2019 წელს დაიწყო. ძალიან მალე განახლებულ „სანტიაგო ბერნაბეუს“ ვიხილავთ.
დაახლოებით 1 მილიარდი ევროს მასშტაბური პროექტის რეალიზაცია მძიმედ მიმდინარეობდა, მაგრამ უკვე ცნობილია როდის ნახავს პუბლიკა ახლებურ საყვარელ სტადიონს.
„სამეფო კლუბი“ აპირებს განახლებული სტადიონი 2023 წლის 14 დეკემბერს გახსნას.
ბერნაბეუს რეკონსტრუქცია დასასრულს უახლოვდება: ფოტოები
ეს „მადრიდისთვის“ განსაკუთრებული თარიღია. 1947 წლის 14 დეკემბერს „მადრიდმა“ პირველი მატჩი ჩაატარა „ნუევო ჩამარტინზე“ – არენაზე, რომელსაც მალე უწოდებენ სანტიაგო ბერნაბეუს სახელს. მაშინ „რეალი“ პორტუგალიურ „ბელენენსეშს“ შეხვდა. იმ მატჩს 75 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო. „რეალმა“ 3:1 მოიგო.
76 წლის შემდეგ განახლებული „ბერნაბეუ“ ტრიბუნებზე 82 ათასამდე გულშემატკივარს მიიღებს.
GIPHY App Key not set. Please check settings