ბათუმის „დინამოს“ მსგავსად, ცნობილია მეორე ქართული გუნდის პოტენციური მეტოქეც.
ბუქარესტის „სტიაუას“ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში დედაქალაქური გუნდი ფარერის კუნძულების წარმომადგენელ „ვიკინგურსა“ და სლოვაკურ „დუნეისკა სტრედას“ შორის რჩეულს შეხვდება.
სლოვაკურ გუნდს ბოლო წლებში თბილისის „დინამოსთან“ უასპარეზია და დაუმარცხებია კიდეც.
ბათუმელთა მსგავსად, „საბურთალოსთვისაც“ გაცილებით რთული მეტოქე მე-2 ეტაპზეა, ხოლო „სტიაუას“ დამარცხების შემთხვევაში შედარებით იოლი მეტოქე ეყოლება.
პირველი მატჩი 4 აგვისტოს, სტუმრად გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings