საქართველოს ნაკრების გამოცდილი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე კარიერას ტუნისურ „მონასტირში“ გააგრძელებს. ამის შესახებ თავად კლუბმა გამოაცხადა.
გიორგი საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის ბევრ გუნდში უკვე უთამაშია, უწერია კლუბის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს.
აღსანიშნავია, რომ „მონასტირი“ აფრიკის ჩემპიონია და ისიც, რომ აფრიკის ჩემპიონთა თასის გამარჯვებულ გუნდშია მაიკლ დიქსონიც. სხვათა შორის ფინალში 21 ქულითა და 6 პასით საუკეთესო სწორედ საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი იყო.
36 წლის გიორგი ცინცაძეს კი მართლაც დატვირთული კარიერა აქვს: თავად განსაჯეთ – „მონასტირი“ კი მის კარიერაში 26-ე კლუბია.
ზოგადად “მონასტირი” სპორტული გაერთიანებაა და კალათბურთის გარდა სხვა სახეობებშიც ჰყავს გუნდები, მათ შორის ფეხბურთში.
GIPHY App Key not set. Please check settings