საქართველოს ნაკრები ხვალ ერევანში სომხეთს შეხვდება და ერთა ლიგის B ლიგაში დარჩენისთვის იბრძოლებს. მატჩამდე ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა. აი რა თქვა ვილი სანიოლმა:
„ცვლილებების დრო მოდის. წინა ფორმაცია, 3-5-2, წარმატებით გამოვცადეთ, მაგრამ ფეხბურთი სულ ვითარდება და უახლოეს პერიოდში ახალ სქემას აუცილებლად მოვსინჯავთ.
ხვიჩას გარეშე ცხადია რთული იქნება იგივე სისტემით თამაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მთავარი გუნდური დისციპლინაა. ეს უმაღლეს დონეზე გვქონდა, მაგრამ ბოლო მატჩებში გარკვეულწილად დავკარგეთ. იმედი მაქვს, ხასიათს დავიბრუნებთ. ჩვენი მიზანია თამაში კარგად დავიწყოთ, რაც ჩვენი მინუსი იყო.
შემოდგომაზე ბევრ ფეხბურთელს ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაღლილობა ეტყობოდა, რაც ბუნებრივი იყო. თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ მათ მოახერხეს ფორმის აღდგენა.
მზად უნდა ვიყოთ, რომ მეტოქე აგრესიულად ითამაშებს.
რაც შეეხება ჩვენს გულშემატკივარს, მივეჩვიეთ, რომ უცხოეთშიც ბევრი გვამხნევებს. იმედია ხვალაც გავახარებთ“.
GIPHY App Key not set. Please check settings