საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის გუნდი 29-კაციანი შემადგენლობით ხვალ შეიკრებება. გაფართოებულ შემადგენლობაში ფრანგ სპეციალისტს ერთი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია. ტრავმირებული გიორგი ქვილითაია ბექა მიქელთაძემ შეცვალა.
მზადება იწყება: სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა
პირველი ცვლილება გაფართოებულ შემადგენლობაში: მიქელთაძე ქვილითაიას ნაცვლად
ვილი სანიოლი: ჩრ.მაკედონიის ნაკრები ჯგუფის ფავორიტია, მაგრამ ფავორიტის სტატუსი ბევრს არაფერს ნიშნავს
საქართველოს ნაკრების მსგავსად შემადგენლობა დაასახელს ჩვენმა მომავალმა მეტოქეებმაც.
მომავალი მატჩებისთვის ჩრ.მაკედონიის ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება.
მეკარეები: სტოლე დიმიტრიევსკი (რაიო ვალეკანო), დამიან შიშკოვსკი (დოქსა), კრისტიან ნაუმოვსკი (შკუპი), დენი ილიევი (ტრენჩინი).
მცველები: სტეფან რისტოვსკი (დინამო ზაგრები), დარკო ველკოვსკი (რიეკა), ვისარ მუსლიუ (ინგოლშტადი), კირე რისტევსკი (აელ ლიმასოლი), ეზჟან ალიოსკი (ალ აჰლი), ტოდორ ტოდოროვსკი (სერედი), სტეფან აშკოვსკი (სეპსი), ნიკოლა სერაფიმოვი (ზალაეგერსეგი), გოკო ზაიკოვი (სოფიას სლავია), ბოიან დიმოსკი (პანდევის აკადემია).
ნახევარმცველები: ელიფ ელმასი (ნაპოლი), ენის ბარდი (ლევანტე), სტეფან სპიროვსკი (მტკ), ენის ფაზლაგიკი (ვისლა), ტომჩე გროზდანოვსკი (ზლატე მორავცე), ერდალ რაკიპი (მალმიო), ბობან ნიკოლოვი (ტირასპოლის შერიფი) დავიდ ბაბუნსკი (დებრეცენი).
თავდამსხმელები: მილან რისტოვსკი (სპარტაკ ტრნავა) , ბოიან მიოვსკი (მტკ), დარკო ჩურინოვი (შალკე), ალექსანდარ ტრაიკოვსკი (ალ ფეიხა), დორიან ბაბუნსკი (დებრეცენი) ვალონ ეტემი (ისტანბულსპორი)
GIPHY App Key not set. Please check settings